23/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

ან მაგათ გაუვათ და ქვეყანას დაემართება ის, რაც დაემართა უკრაინას, ან გავალთ სამშვიდობოს – ბაჩანა გაჩეჩილაძე

MULTIMEDIA.GE•
სარეკლამო ბანერი
ტექსტის ზომა

“დღეიდან ოფიციალურად იწყება მაიდანი”- ასე ეხმიანება ბლოგერი ბაჩანა გაჩეჩილაძე ოპოზიციის მიერ,  4 ნოემბერს დაანონსებულ აქციებს და ე.წ კარვების დადგმას ქალაქის ცენტრში.

“ან მაგათ გაუვათ და ქვეყანას დაემართება ის, რაც დაემართა უკრაინას, ან გავალთ სამშვიდობოს. ეს არის მათი ბოლო შანსი და ეს იციან ძალიან კარგად. რეპეტიცია იყო ზაფხულში, თავის ახალდაქორწინებული წყვილითა თუ თავზე ჯამ-ჭურჭლის დაფარებით.

ერთადერთი რაც რჩებათ, ეს არის საკრალური მსხვერპლი . ყველაზე დიდი საფრთხე ისევ მათ თანამებრძოლებს ემუქრებათ.

უკრაინისგან განსხვავებით ერთი უპირატესობა გვაქვს – იქ გაცილებით დიდი მასა დააბოლეს, აქ არ გამოსდით ეგ! იმედია გაძვრება ქვეყანა მშვიდობით! გონიერება! სიფრთხილე! სიფხიზლე!”– წერს ბაჩანა გაჩეჩილაძე.

შეგახსენებთ, ოპოზიცია არ ცნობს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და ამტკიცებს, რომ სინამდვილეში მათ გაიმარჯვეს.