ბოლო ამბები
02/12/2024

მას შემდეგ, რაც ბოიკოტის შემდეგ შემოვიდნენ პარლამენტში, ხელფასები ჰქონდათ დაქვითული და გვეხვეწნენ, რომ მათთვის აღგვედგინა ის დაკარგული ხელფასი და ყველამ მსუყე-მსუყე თანხები ჩაირიცხა საკუთარ ანგარიშზე

გაზიარება

ეს კიდევ ერთი ფარსია, ისტორია ამჯერად უკვე ფარსად მეორდება. ზუსტად ერთი წლის წინ იგივე ხალხი შეკრებილი იყო ტელეკომპანია „მთავარის“ სტუდიაში და დაფაზე საჯაროდ დადეს პირობა, რომ არ შევიდოდნენ პარლამენტში, არ აღიარებდნენ პარლამენტს და ბოლოს ყველა შევიდა, აღიარეს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ოპოზიციის მიერ დაანონსებულ ბოიკოტზე და რუსთაველის გამზირზე კარვების დადგმაზე.

მისივე თქმით, 2020 წელს, მას შემდეგ, რაც ოპოზიცია ბოიკოტის შემდგომ შევიდა პარლამენტში, მათ მოითხოვეს ჩამოჭრილი ხელფასების დარიცხვა და მსუყე თანხები ჩაირიცხეს საკუთარ ანგარიშზე.

„ერთ რამესაც შეგახსენებთ კიდე და არ ვიცი ცნობილი არის თუ არა, მას შემდეგ, რაც ბოიკოტის შემდეგ შემოვიდნენ პარლამენტში, იცით, რომ ხელფასები ჰქონდათ დაქვითული, გვეხვეწნენ და ახალი წლის წინ შევიკრიბეთ პარლამენტი, უფრო სწორად შეიკრიბა ხაზინადართა საბჭო, შეიკრიბა ბიურო, იმისთვის, რომ მათთვის აღგვედგინა ის დაკარგული ხელფასი, რომელიც აი ესე პატრიოტული გრძნობებით ბოიკოტში რომ იყვნენ და გაყალბებულ არჩევნებს რომ არ აღიარებდნენ 2020 წლის, მათ ჩამოჭრილი ჰქონდათ და ყველამ მსუყე-მსუყე თანხები ჩაირიცხა საკუთარ ანგარიშზე, ზოგი დასასვენებლად წავიდა და ზოგი სად და ზოგი სად და ზოგმა, არ ვიცი, შეიძლება საახალწლო სუფრა გაშალა, დიდი სუფრა. ასე რომ ასეთ ხალხთან გვაქვს ჩვენ საქმე, რომლებსაც სინამდვილეში არანაირი ღირებულება არ გააჩნიათ. ამიტომ, პრობლემა ამ შემთხვევაში მათში კი არ არის, ვინც კარვები ჩქარაო გაყვირის და კითხვები მათთან ჩვენ აღარ გვაქვს, ჩვენ კითხვები გვაქვს იმათთან, ვინც ამ ხალხს მართავს ქვეყნის გარედან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სხვა ამბების წაკითხვა