14 პროცენტიანი სხვაობა, სირცხვილია, ამას კვლევა აღარ ჰქვია – ბიძინა ივანიშვილი მის გუნდის კვლევებს აკრიტიკებს

321
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია “იმედი”-ს ეთერში სტუმრობისას მიმდინარე პოლიტიკურ რეალობაზე ისაუბრადა ის მიზეზები განმარტა, რამაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა განაპირობა.

“ხალხი აშკარად განაწყებულია და ჩანს, რომ გუნდმა დაკარგა გრძნობადობა ხალხთან ურთიერთობის, გაჩნდა ბზარი ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის, ამას მრავალი მიზეზი აქვს, ერთ-ერთს გეტყვით, გუნდი, რომელიც ხელისუფლების ყველა შტოს ფლობს, როგორც წესი თვითდაჯერებულობა  ემატება და ამის გამოხატულება იყო პირველი ტური, გუნდი იმ დონეზე იყო დარწმუნებული საკუთარ ძალებში, რომ  პროფესიონალური კვლევებიც კი არ ჩაუტარებიათ, რეალურად პარტიული რესურსით ახერხებდნენ კვლევების ჩატარებას და ასეთი ცდომილება, ეს იყო სირცხვილი. ის რასაც ელოდნენ ეგზიტპოლების შემდეგ, მეც კი გამომიყვანეს, ეს იყო სირცხვილი და მე ძალიან მკაცრი საუბარი მქონდა ამის შემდეგ, არათუ გრძნობადობა, მოლოდინი ჰქონდათ რეალობასთან აბსოლუტურად აცდენილი, 14 პროცენტიანი სხვაობა, სირცხვილია, ამას კვლევა აღარ ჰქვია. ზოგი ჭირი მარგებელია, თვითონ გუნდმაც მიიღო ცივი შხაპი და ყველაზე სასიამოვნო რაც არის, დავინახეთ, რომ საზოგადოება აფასებს თუ როგორ იქცევი და მათ გააკეთეს შესაბამისი რეაქცია”– განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა

თქვენი კომენტარი?
IMG.GE