23/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

ოპოზიციამ საპროტესტო აქციის დრო და ადგილი შეცვალა

MULTIMEDIA.GE•
სარეკლამო ბანერი
ტექსტის ზომა

ოპოზიციამ საპროტესტო აქციის დრო და ადგილი შეცვალა და სპორტის სასახლის ნაცვლად, სააპელაციო სასამართლოსთან იკრიბება. ამის შესახებ ინფორმაციას ნიკა მელია ავრცელებს.

“დღეს, 3 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჩაინიშნა, არასამთავრობოების საჩივრების განხილვა, უბნების ბათილობასთან დაკავშირებით.
მას შემდეგ, რაც გუშინ, მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრეცედენტი შეიქმნა თეთრწყაროში, სადაც მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:

“სასამართლოს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ მტკიცებულებების გამოკვლევით, ამ საარჩევნო აპარატით ამ საარჩევნო ბიულეტენით, ამ საარჩევნო ჩარჩო კონვერტით, ხმის დაცულობის და ხმის ფარულობის გარანტია ამომრჩეველს არ ჰქონდა. ”

მნიშვნელოვანია დღეს, 3 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან, მივიდეთ და მოვითხოვოთ სამართლიანი განხილვა – ყველგან!
შესაბამისად, ნაცვლად სპორტის სასახლისა, ვიკრიბებით 3 საათზე, სააპელაციო სასამართლოსთან”- წერს მელია.