ბოლო ამბები
02/12/2024

მიზანი და ამოცანაა, მთელი თბილისი იყოს ქუჩაში – ნიკა მელია

გაზიარება
ერი არ აპირებს უსამართლობასთან შეგუებას; მიზანი და ამოცანაა, მთელი თბილისი იყოს ქუჩაში და სიმართლესა და ღირსებასთან ერთად, სიმრავლით დავჯაბნოთ ივანიშვილის რეჟიმი.
სამართლიანად, დემოკრატიულად მოვგუდოთ, რომ ძალაუფლება ხალხს გადაეცეს და ჩატარდეს ახალი არჩევნები – ამას სჭირდება ყოველდღიური, საათობრივი ბრძოლა, ყველგან უნდა ვიყოთ,
ვარ პოლიტიკოსი, რომელიც დროის უმეტეს ნაწილს ვატარებ ხალხთან – არავის სჯერა, ოცნების 53% იანი მხარდაჭერის. შეიძლება წაგვართვეს საარჩევნო ხმა, მაგრამ საპროტესტო ხმას ვერ წაგვართმევენ და ეს ხმა შედეგს გამოიღებს.
ყველა ხელისუფლებას ეგონა, რომ ის ადვილად გადააგორებდა მორიგ კრიზისს, მაგრამ ვერცერთმა გადააგორა, როცა დადგა ცვლილების დრო – ეს არის ჩიხური კრიზისი მათთვის და ხალხის ძალას წინ ვერავინ აღუდგება, მითუმეტეს, როდესაც მხარს უჭერს მთელი საერთაშორისო საზოგადოება” – განაცხადა ნიკა მელიამ 6 ნოემბერს, მედიასთან საუბრისას.

სხვა ამბების წაკითხვა