“7 ნოემბერი – გროტესკად ქცეული თარიღი. “იმედი”-ს თანამშრომლების ფარისევლური სტატუსების დღე. ღირსებააყრილები ხავსივით ეჭიდებიან 7 ნოემბერს.
ბიძინა მაშინ სპეცნაზს აფინანსებდა, მიშისტი კალაძე ინტერვიებს აძლევდა; მე კიდევ იატაკზე ვეგდე იმედის ეზოში გულგახეთქილი. ვხარხარებ ამაზე:) ყველა ტელევიზია რომ დაიხურება, ბოლო ახალგაზრდა რომ წავა ამ ქვეყნიდან, ყველა ენჯეო რომ აგენტად გამოცხადდება – უბერებელი ბოტოქსიანი კალაძე, ივლის და გვეტყვის, რომ გადაგვარჩინა. მაგდა ანიკაშვილს უკვე რუსული აქცენტი ექნება და ეკა ანდრეევასავით წაიკითხავს ტექსტს სუფლიორიდან: გირსებით იევროპისკენ.
და მაინც, არ მტოვებს 1 წამი ოპტიმიზმი იმისა, რომ ამ რუსებს და ფარისევლებს გავყრით აქედან.”- წერს ტვ “პირველი”-ს წამყვანი და ნინო ლომჯარიას ორგანიზაციის პრეს-სპიკერი ვიკა ბუკია.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს