2020 წლის ბიუჯეტი პირველ რიგში ორიენტირებული უნდა იყოს მოქალაქეზე – პრემიერი

427
წაკითხვა/ნახვა

2020 წლის ბიუჯეტი პირველ რიგში ორიენტირებული უნდა იყოს მოქალაქეზე და ყველამ უნდა გავითვალისწინოს სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე.

„მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ ინფრასტრუქტურა და კაპიტალური ხარჯები ბიუჯეტში, რა თქმა უნდა, გაიზრდება. ესეც პირველ რიგში მიმართულია ჩვენს მოქალაქეებზე, ძირითადი საბაზისო ინფრასტრუქტურის შექმნაზე, თუმცა ამას აქვს თავისი ეკონომიკური მნიშვნელობაც და ეკონომიკური ზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთანავე, ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების პრინციპის შენარჩუნება. ესეც მკაცრად გაკონტროლდება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

თქვენი კომენტარი?