“დაგვრჩა მხოლოდ ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევა”- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ 8 ნოემბერს, “ფორმულის”ეთერში სტუმრობისას.
“ერთადერთი გეგმაა – პარლამენტმა ვერ მიიღოს ლეგიტიმაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან სწრაფად გაწმენდენ ქვეყანას.
შედეგად, იმ ადამიანების დიდი ნაწილი, ვინც ახლა ქუჩაში გამოდის, ქვეყანას დატოვებს.
ჩემს გარშემო 2020 წლის არჩევნების შემდეგ უამრავი ადამიანი წავიდა, რადგან დაკარგეს რწმენა, რომ აქ მცხოვრებ ადამიანებს შეგვწევს უნარი – ესენი [“ქართული ოცნება”] გავუშვათ ხელისუფლებიდან, ხალხის რწმენა დაკარგეს.
ეგეთები ახლაც ბევრნი არიან, რომლებსაც ჩემოდნები ჰქონდათ ჩალაგებული და 26 ოქტომბერი ბოლო შანსი იყო ქვეყანაში დარჩენის. ამიტომ, მათი ჩათვლით სულ ყველა, იმ კონკრეტულ კულმინაციურ მომენტში, როდესაც ოპოზიციური პარტიები დაიძახებენ, რომ ეს არის ის დღე, როცა ყველა უნდა გამოვიდეთ ქუჩაში, მართლა ყველა უნდა გამოვიდეთ და ფიზიკურად უნდა შევუშალოთ ხელი, რომ ეს პარლამენტი ვერ შედგეს.
ეგ არის ერთადერთი რეალისტური გეგმა, რომელიც დადის ფიზიკურ ძალამდე, მაგრამ სხვა გზა უბრალოდ არ გვაქვს. არჩევნები და ყველანაირი სამართლებრივი გზა მოგვიკლეს, დაგვრჩა მხოლოდ ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევა.- განაცხადა ჯაფარიძემ.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს