23/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

დასავლეთთან ურთიერთობაში ოპოზიციამ უნდა დაიწყოს პოზიციონირება, როგორც არჩეულმა ხელისუფლებამ – ხათუნა ლაგაზიძე

MULTIMEDIA.GE•
სარეკლამო ბანერი
ტექსტის ზომა

დასავლეთთან ურთიერთობაში ოპოზიციამ უნდა დაიწყოს პოზიციონირება, როგორც არჩეულმა ხელისუფლებამ – ამ საკითხზე ხათუნა ლაგაზიძემ 8 ნოემბერს, “ფორმულის”ეთერში ისაუბრა.

“არჩეული ხელისუფლება არის არა “ქართული ოცნება”, არამედ ოპოზიციური კოალიციისგან შემდგარი დიდი გაერთიანება, ეს არის არჩეული ხელისუფლება. იგივე დასავლეთთან ურთიერთობაში ოპოზიციამ უნდა დაიწყოს პოზიციონირება, როგორც არჩეულმა ხელისუფლებამ.

ამერიკას დღეს ჰყავს მოქმედი პრეზიდენტი და არჩეული პრეზიდენტი, თუმცა იქ არავინ დაობს არჩევნების შედეგებზე. რეალურად ჩვენ ხომ ვიცით და ამას გაყალბების ასობით, ათასობით ფაქტი ამტკიცებს, რომ “ქართული ოცნება” არ არის არჩეული ხელისუფლება, ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთმა დაინახოს ოპოზიცია”- განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.