არადა, მავანი იფიქრებდა, რომ 2012 წლის მერე ერთ ჭეშმარიტებაზე მაინც შევთანხმდით – სალომე ასათიანი

661
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ჟურნალისტი სალომე ასათიანი ეხმიანება საქართველოს ხელისუფლების მიერ, რუსეთის ხელისუფლებისთვის  ჩეჩენი პატიმრის, რამზას ახიადოვის გადაცემის საკითხს ეხმიანება.

“არადა, მავანი იფიქრებდა, რომ 2012 წლის მერე ერთ ჭეშმარიტებაზე მაინც შევთანხმდით: ადამიანის წამება – ვინც უნდა იყოს ის, რომელ ერსაც უნდა ეკუთვნოდეს, რაშიც უნდა იყოს ეჭვმიტანილი ან მსჯავრდებული – კატეგორიულად დაუშვებელია, ხოლო ადამიანის წამებისგან დაცვა კი ჩვენს აბსოლუტურ ვალდებულებას წარმოადგენს. და იმასაც ივარაუდებდა, რომ იუსტიციის მინისტრი – თანაც სტრასბურგის სასამართლოში მუშაობის გამოცდილებით – არასოდეს გვეტყოდა, რუსეთისგან “წერილობითი გარანტიები” მივიღეთ, რომ ჩეჩენ კაცს მათ საპყრობილეში არაფერი ემუქრებაო. თურმე ღრმად შეცდებოდა ეს მავანი. როგორი ცინიკური და ტრაგიკული ამბავია თავისთავად.“- წერს სალომე ასათიანი.

თქვენი კომენტარი?