გამოძიება გრძელდება და ყველა ვინც ჩაიდინა დანაშაული, იქნება დაკავებული – გიორგი გახარია 20 ივნისის მოვლენებზე

473
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

გიორგი გახარიამ 20 ივნისის აქციასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.

„მე ვიყავი პირველი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც მივიდა პროკურატურაში და მისცა ჩვენება. თუ საჭირო იქნება მე ვიქნები პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელიც მივა და ჩვენებას მისცემს”

პრემიერის განცხადებით, თითოეული პოლიციელი, რომლებმაც იმ ღამეს დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუტი, ემსახურა საკუთარ სახელმწიფოს.

“გამოძიება გრძელდება და ყველა ვინც ჩაიდინა დანაშაული, იქნება დაკავებული“ – განაცხადა გიორგი გახარიამ კითხვაზე, თუ რატომ არ არიან დაკავებული აქციაზე მოქალაქეების დაზიანებაში დამნაშავე პირები.

თქვენი კომენტარი?