ბოლო ამბები
02/12/2024

აი, ამიტომ ვერ მიიღეთ, ხმები და მხარდაჭერა – მაია ნიკოლეიშვილი ოპოზიციას

გაზიარება

“რა ვქნა, და სრულიად სერიოზულად ვწერ ამ პოსტს, თან დიდი გულისტკივილით; ქალი ვნახე, ტელევიზიით, ქართველი ქალი, ქუჩის შუაგულში იდგა, ქვეყნის დასანახად, კი არ ყვიროდა, ისტერიულად ბღაოდა, თან ჩვენს ქართველ პოლიციელებს, რომელსაც ფორმა აცვიათ, რუს ოკუპანტებს უძახდა!!! . . .ძალიან მძიმე სანახავი იყო აბსოლუტურად კონტროლდაკარგული, ეგზალტირებული ქალი”- წერს მაია ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში და ეხმიანება ანა დოლიძის მიერ, 11 ნოემბერს, პოლიციელების მისამართით ნათქვამ ფრაზებს.

“ქალი რუსთაველზე, ქალი ისტერიკაში, ქალი ბოდვებში!

და ეს ქალი პერსპექტივაში არის ქალი პოლიტიკაში . . . პარლამენტის დეპუტატი! ერთია, თუ ეს პათოლოგიური ქცევა რბილად რომ ვთქვა, მასზე არაა დამოკიდებული. . . ეს თეთრხალათიანების სფეროა.

მეორეა, თუ ეს ქცევა, და თავის “მოგიჟიანება” საშუალებაა მიზნის მისაღწევ გზაზე, მაშინ, ბოდიში, მაგრამ “ტრასაზე დამდგარი” ქალი ბევრად ღირსეულია, ვიდრე ასეთი!
-აი, ამიტომ ვერ მიიღეთ, ხმები და მხარდაჭერა!

აი, ამიტომ რცხვენია საზოგადოების უდიდეს, საღ ნაწილს, რომ საქართველოს, საუბედუროდ, ასეთი ისტერიული, დეფორმირებულ აღქმებში და ბოდვებში გაჭედილი, უმაქნისი ოპოზიცია და პრეზიდენტად მომუშავე, ფაროსანასავით მავნებელი ჰყავს!

სამწუხაროდ, ეს მასობრივი მოვლენაა ე.წ. “ოპოზიციაში”-ვირტუალურ სამყაროში ცხოვრება, გამრუდებული აღქმების გადასვლა აშკარა ბოდვაში, კოლექტიური ფსიქოზი . . კაცების კივილი, შარვლების ჩახდა, ისტერიკები, ქალების ბილწსიტყვაობა, ჩხუბი, წიხლები, გინება. . .
-კიდევ გიკვირთ, რომ ხმა არ მოგცეს?!

დემენციამოვლილ ვივამედელს რომ ჩვეულებრივი სირცხვილის გრძნობა ჰქონოდეს, ეგ იქნებოდა გასაკვირი, მაგრამ,
-ერთ-ერთი პარტიის ჰალსტუხიან ბანკირ ლიდერებს ნეტა, თუ რცხვენიათ თანაპარტიელი ქალების პათოლოგიური და დევიანტური ქცევის გამო?
-ან როთის გვერდით “კაცური” ყელყელაობა?

-ან ბავშვთა გარყვნის აკრძალვის წინააღმდეგ გამოსვლა?! ადრე, სანამ მათ “კაცურ” სიამაყეს პარტიული “ყველაფერზე წასვლა” გადაფარავდა, ნეტავ, რას იტყოდნენ, ან იფიქრებდნენ ან ასეთ ქალებზე, ან ასეთ პოლიტიკოსებზე?!

კავკასიაში, საქართველოში ეს ყოველთვის სირცხვილი იყო, არის და იქნება! თქვენი თავები ჯანდაბას, ჯანდაბას თქვენი პოლიტიკური ყველაფრის კადრება, მაგრამ საქართველოს ნუ ჭრით თავს!

საქართველოს ჯერ კიდევ მრავლად ჰყავს თავმოყვარე მამაკაცები, მათი ხათრით თუ არა, სირცხვილის შიშით მაინც დაამუხრუჭეთ! კავკასიაში ხართ, კავკასიაში!”- წერს მაია ნიკოლეიშვილი.

ამ თემაზე:

სხვა ამბების წაკითხვა