მთავრობამ იცის, რომ დამარცხებულია, მაგრამ ეს უკეთ უნდა იგრძნოს”- განაცხადა “ღია საზოგადოება საქართველო”-ს დირექტორმაქეთი ხუციშვილმა 12 ნოემბერს, ტვ “პირველი”-ს ეთერში ჩართვისას.
“ევროპამ უნდა დაინახოს, რომ ქართველი ხალხი მართლაც უარყოფს ამ შედეგებს. რა თქმა უნდა, ისინი ჩვენ არ მოგვიწოდებენ რაღაც განსაკუთრებული ქმედებისკენ, მაგრამ არ გაუკვირდებოდათ, თუ იქნებოდა უფრო მეტი გამოსვლა, უფრო მეტი საპროტესტო მოძრაობა იმიტომ რომ, ერთი მხრივ, მთავრობამ იცის, რომ დამარცხებულია, მაგრამ ეს უკეთ უნდა იგრძნოს და მეორე მხრივ, საზოგადოებამ კარგად უნდა იგრძნოს, რომ უმრავლესობაშია თავად, ის , ვისაც ხმა არ მიუცია “ოცნებისთვის”.
მათ (ევროპელმა პარტნიორებმა) ისიც კი გვითხრეს, რომ სასურველია იყოს გეგმა, რასაც პირველ რიგში ოპოზიციისგან ელიან. ოპოზიციას უნდა ჰქონდეს უფრო ნათელი და მყარი გეგმა, შეიძლება ყველაფერი არც გვითხრან, მაგრამ პირველ რიგში, საზოგადოების კიდევ უფრო უკეთ მიმხრობის გეგმა”- განაცხადა ქეთი ხუციშვილმა.
შეგახსენებთ, “ღია საზოგადოება საქართველო”-ს საზოგადოება “სოროსის ფონდის” სახელით უცნობს.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს