ბოლო ამბები
02/12/2024

ამინდის პროგნოზი 15-18 ნოემბრის ჩათვლით

გაზიარება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 ნოემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, ხოლო 16-17 ნოემბერს დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. 18 ნოემბერს ისევ უნალექო ამინდი იქნება.

თბილისში 15 და 18 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 16-17 ნოემბერს წვიმა და ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 15 და 18 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 16-17 ნოემბერს შედარებით აგრილდება, გაწვიმდება და ქარიც გაძლიერდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 15 და 18 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 16-17 ნოემბერს დროგამოშვებით წვიმიანი და შედარებით გრილი ამინდია მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 15 და 18 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +19 გრადუსი დაფიქსირდება. 16-17 ნოემბერს დროგამოშვებით ნალექიანი და შედარებით ცივი ამინდია მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 15 და 18 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +17 გრადუსი დაფიქსირდება. 16-17 ნოემბერს აცივდება და ზოგან მოთოვს.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი):15 და 18 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 16-17 ნოემბერს ზოგან წვიმა და ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +16 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 15 და 18 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 16-17 ნოემბერს ზოგან წვიმა და ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +16 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 15 და 18 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება. 16-17 ნოემბერს ზოგან ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 15 და 18 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება. 16-17 ნოემბერს ზოგან თოვლი და ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +9 გრადუსი დაფიქსირდება.

სხვა ამბების წაკითხვა