ეს უკვე აღმაშფოთებელია, ვის მოყვანას აპირებთ ხელისუფლებაში მაქარაშვილო და ბატონო მაჩალიკაშვილო?

2183
წაკითხვა/ნახვა

მიხეილ მეტრეველი – აფხაზეთის ომის ვეტერანი


მოკლედ ვიტყვი ჩემს სათქმელს,ომის ვეტერანი ვარ და პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის!მაგრამ ის რაც გუშინ ვნახე ეს უკვე აღმაშფოთბელია!…ვის მოყვანას აპირებთ ხელისუფლებაში მაქარაშვილო!? ბატონო მაჩალიკაშვილო? ბუტა ვინც დახვრიტა!?გვირგვლიანი, ვაზაგაშვილი, კრიალაშვილი!…რამდენი ადამიანია ნაწამები რეჟიმის მიერ!?როგორც ციხეში,ასე ციხეებს გარეთ!?აგერ ვარ მე 7ნოემბრის დარბეული და

დღესაც სიკვდილს ვებრძვი!…. მე ვაპროტესტებ ოკუპაციას ოღონდ შარვალჩახდილებთან ერთად არა და არც იმ ხალხთან ვინც 2008- ში წლის ომის დროს წითელი ხიდით რომ ტოვებდნენ ქვეყანას! მე ვაპროტესტებ, რომელსაც მამის-პაპის საფლავი აღარ მაქვს! ვერც იმ ხალხთან დავდგები, ვინც საკუთარ მოსახლეობას სულს ართმევდა, ისედაც გაუბედურებულ და გაჭირვებულ მოსახლეობას პროცენტებით ახრჩობდა!…და დღეს კიდევ გამოდის სამშობლო მიყვარსო ამაყად ლაპარაკობს,  წავიდა შარვაჩახდილების დასაფინანსებლად და ჩვენ ვეტერანები არასოდეს ახსოვდა არც დღეს არ ახსოვს ხაზარაძეს!

ჩვენ მოვიტანეთ ეს ქვეყანა დღემდე ჩვენი სისხლით არის გაჟღენთული მიწა!და არავის მოგცემთ უფლებას ქვეყანა უფსკრულში გადაჩეხოთ!… ბოკერიას მინდა ვკითხო ყველაფერთან ერთად ღირსებაც დაკარგული გაქვს,როგორ მიეცი უფლება და პასუხი არ მოსთხოვე იმ გარეწარს სახელიც არ ვიცი ვინ ეგდო და ქალბატონ ირმა ინაშვილს რომ უყვიროდა!გაეთრიეთ თქვენ ამ ქვეყნიდან!როგორი დამშვიდებული სახე გქონდა შე არაკაცო!ეს არ იყო საქართველოს შეურცხყოფა!?ვინც ჩვენს დედებს დებს ქალბატონებს ასე უყვირის ეგეთი არც ევროპა მინდა, არც ამერიკა და არც რუსეთი და არც აფრიკა და მოზამბიკი!ეს ძმობა არაა!…ყველამ შეიგნოს ეს საქართველოა!ჩვენ, ჩვენი წესები,ტრადიციები გვაქვს!.

ჩემთვის ქართველი დედა დასაფასებელია ვინც არ უნდა იყოს!…რომელ პოლიტიკურ პარტიასაც არ უნდა მიეკუთვნებოდეს!და არავის აქვს უფლება მას შეურაცხყოფა მიაყენოს!… ნუ ცდილობთ ვეტერანების ამ დიდი ოჯახში შუღლის შემატანას და განხეთქილებას!და საერთოდ ქვეყნის ორ ნაწილად გახლიჩვას!ეს ქვეყანას სიკეთეს არ მოუტანს!გამოვიარეთ ეს ჩვენ უკვე და რა მოგვიტანე ჩვენ გვახსოვს!?ძმათა მკვლელი ომი!.
მავთულხლართბის იქეთ ჩვენს ოს და აფხაზ და-ძმებს ჰკითხეთ მაქარაშვის შარვალის ჩახდა მოეწონათ! ანდა უნდათ მკვლელების მოძალადეების დაბრუნება!? ანდა ჰკითხეთ ჩვენ ქისტ ძმებს მაქარაშვილზე რას ფიქრობენ უხუცესები!.

ასეა ეს!არა ნაცებს,ანახსლეტებს!არა მკვლელებს,მწამებლებს!არა გირჩს,არა ბერძენიშვილებს!არა ბოკერია-სააკაშვილის ტანდემს!დამნაშავე რეჟიმი უნდა გასამართლდეს…მოგიკითხავთ “დიდი სიყვარულით” ქე,რომ ვიცი ისე!წერტილი!

თქვენი კომენტარი?