23/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი – შალვა პაპუაშვილი ცესკო-ს თავმჯდომარის სახლთან შეკრებილ აქტივისტებზე

MULTIMEDIA.GE•
სარეკლამო ბანერი
ტექსტის ზომა

არანაირი აქტივიზმი ოჯახში მივარდნა არ არის, ფაშიზმია, რომელიც ამ დღეებში ჩამოსული ევროპელი პოლიტიკოსების უპასუხისმგებლო მოწოდებებმა წაახალისა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს და ეხმიანება ცესკო-ს თავმჯდომარის სახლთან შეკრებილ ადამიანებს, რომლებიც მასს არჩევნების მიტაცებაში სდებენ ბრალს.

„არანაირი აქტივიზმი ოჯახში მივარდნა არ არის. ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი, რომელიც ამ დღეებში თბილისში ჩამოსული ევროპელი პოლიტიკოსების უპასუხისმგებლო მოწოდებებმა წაახალისა. შავ ლაქად გარდაქმნილი ფაშისტური სამკლავურებიც ასეთად დარჩება ჩვენი ხალხის მეხსიერებაში“, – წერს პაპუაშვილი.