ბოლო ამბები
02/12/2024

ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიცია ე.წ პრეზიდენტის გადადგომას და ვადამდელ არჩევნებს ითხოვს

გაზიარება

ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიცია ე.წ პრეზიდენტის გადადგომას და ვადამდელ არჩევნებს ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო “ტასი” ავრცელებს.

ოკუპირებული აფხაზეთის ეგრედწოდებული ხელისუფლება და ოპოზიციის წარმომადგენლები აწარმოებენ მოლაპარაკებებს მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა სამთავრობო შენობები დაიკავეს.  ისინი თვითაღიარებულ პრეზიდენტ ასლან ბჟანიას გადადგომას ითხოვენ. ამის შესახებ რესპუბლიკის სუვერენიტეტის დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მიქაამ განაცხადა.

“მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ჩვენ ველოდებით პრეზიდენტის გადადგომას”, – განაცხადა მიქაამ.

ოპოზიციის წარმომადგენლები ასევე ითხოვენ რესპუბლიკის მეთაურის ვადამდელ არჩევნებს, განაცხადა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ოპოზიციური საზოგადოებრივი ორგანიზაცია “აფხაზთა სახალხო მოძრაობის” თავმჯდომარე ადგურ არძინბამ მომიტინგეებთან სიტყვით გამოსვლისას.

„ამ ეტაპზე შეიქმნა დეპუტატთა ჯგუფი და გაეგზავნა პრეზიდენტს, არის მხოლოდ ერთი საკითხი: პრეზიდენტის გადადგომა, ვადამდელი არჩევნების ჩატარება იმისთვის, რომ ვითარება კიდევ არ გაუარესდეს და შეტაკებები არ მოხდეს“, – განაცხადა არძინბამ.

სხვა ამბების წაკითხვა