“განსაკუთრებით ბოლო წლებში, “ქართული ოცნების” პოლიტიკა არის ასეთი – თუ მას ვინმე აგინებს მეორე მხრიდან, ცდილობენ რომ ის შემოირიგონ და გააჩუმონ, ამ დროს, ის, ვინც “ქართულ ოცნებას” არ აგინებს, ბოდიში და ფეხებზე ჰკიდიათ, იცით რატომ? – იციან, ეს მაინც მე მომცემს ხმას იმიტომ, რომ ქვეყანას არ ამოატრიალებს, იმიტომ რომ ქვეყანა უყვარს და ამაზე მე დროის დახარჯვა, მისთვის ზედმეტი ღიმილისთვის, თუნდაც, ახალი წლის მილოცვა რა გახდა, შენ მხარდამჭერებს დადექი და მიულოცე,კონვერტით თუ არა მესიჯად გაუგზავნე, აგრძნობინე ამომრჩეველს. საკუთარის არდაფასებამ გამოიწვია ის ციფრი არჩევნებში, რომელიც დაიკარგა და საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ აიღო”– განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა 12 ნოემბერს, ტელეკომპანია “სეზონი”-ს ეთერში.
ამ კომენტარით მაია ნიკოლეიშვილმა განმარტა მისი მოსაზრება, თუ რატომ ვერ მიიღო “ქართულმა ოცნებამ” ხმების საკმარისი რაოდენობა.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს