ეს არის ცხვრის ტყავში გახვეული მგლების დაპირება – თამარ კიკნაძე ნაც.მოძრაობის შესახებ

544
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

პოლიტოლოგი, პროფესორი თამარ კიკნაძე არსებულ პოლიტიკურ ვითარებას რთულ პროცესად აფასებს და მიიჩნევს, რომ არჩევნების მეორე ტურში მოქალაქეებმა უნდა გააკეთონ რაციონალური არჩევანი, რაც ყოფილ ხელისუფლებას დაბრუნების საშუალებას არ მისცემს.

თამარ კიკნაძის შეფასებით, ყოფილი სახელისუფლები გუნდის დაპირებები ეს არის “ცხვრის ტყავში გახვეული მგლის დაპირებები”. 

“სიტუაცია ძალიან რთულია, სამწუხაროდ მოსახლეობის 53 პროცენტი არ მივიდა არჩევნებზე, იმიტომ რომ უიმედო განწყობებია და ბევრი არის უკმაყოფილო, მაგრამ ჩემთვის სიმპტომატურია, რომ ოცნებამ ეს კარგად იგრძნო, განსხვავებით ნაციონალური მოძრაობისგან და ყველას გვახსოვს, თუ როგორ იქცეოდა ეს პარტია, ამ ყველაფერს აგრესიით პასუხობდა.

რაც ეხება არჩევანს, ჩვენ უნდა გავაკეთოთ რაციონალური არჩევანი, ნუ ექნებათ ადამიანებს მოკლე მეხსიერება და გაიხსენონ რა ცხოვრებით ვცხოვრობდით ნაციონალების პირობებში. ეს არ არის მხოლოდ ის, რომ ნაციონალები არიან ოპოზიციონერები, ჩემი აზრით, მათი დაპირებები ცხვრის ტყავში გახვეული მგლების დაპირებაა, სამწუხაროა და პარადოქსია, რომ ისევ ისინი არიან ქართული ოცნების პირველი ოპონენტები.

ჩემ გარშემო, ბევრი ადამიანი არის ძალიან შეშინებული და დაზაფრული, რადგან არ სურს გამეორდეს ის, რაც ნაციონალების დროს იყო. არჩევნების მეორე ტურზე გასაკეთებელია რაციონალური არჩევანი და არა ის, რომ ორივე გადავხაზავ და ა.შ.

ძალიან ხშირად ვაკრიტიკებ ქართულ ოცნებას, მაგრამ ეს ძალა არ არის ისეთი პათოლოგი, როგორებიც არიან ნაციონალები, ისინი იყვნენ სოციოპათები, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ ადამიანის სიძულვილიდან გამომდინარე.

შესაქმნელია ოპოზიცია, რომელიც არის კონსტრუქციული და არა დესტრუქციული, რადგან თავისი არსით, ნაციონალური მოძრაობა და მისი ლიდერიმიხეილ სააკაშვილი არიან დესტრუქტივები (პოლიტიკურ ენაზე – გამანადგურებლები) და ისინი სიკეთის მქნელები ვერ გახდებიან, ამიტომ  ეს უგერგილო ხელოსუფლება უნდა ვაიძულოთ მოიყვანის სათანადო კადრები, შეიქმნას ნამდვილად კონსტრუქციული ოპოზიცია და ეს სასიცოცხლო ენერგია არ გვახარჯინონ ნაციონალების და ოცნების კინკლაობაში”– ამბობს თამარ კიკნაძე.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE