23/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

ნიკა გვარამია ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილისგან შეთავაზება მიიღეს

MULTIMEDIA.GE•
სარეკლამო ბანერი
ტექსტის ზომა

ნიკა გვარამიას განცხადებით, მათ, ქვეყნის გარეთ, მიიღეს ბიძინა ივანიშვილისგან შეთავაზება, რომ ის მზად არის ირაკლი კობახიძე ჩამოაშოროს პოლიტიკურ პროცესებს და შედგეს მოლაპარაკებები მასსა და ოპოზიციას შორის.

ამ საკითხზე გვარამიამ ტვ “პირველი”-ს ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს შეთავაზება ივანიშვილმა მისი წარმომადგენლისგან გააჟღერა, რომელმაც წინადადება მათ წარმომადგენელს გადასცა და ეს ყველაფერი საქართველოს ფარგლებს გარეთ მოხდა.

გვარამიას თქმით, მათი პასუხი იყო ცალსახა, რომ ისინი არანაირ მოლაპარაკებაზე არ წავლენ “ქართულ ოცნებასთან” გარდა ერთი საკითხისა –  მოხდეს ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარება.