“ამ ქალაქში ნორმალური ცხოვრება ვერ გაგრძელდება”– განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ 19 ნოემბერს, “ფორმულის” ეთერში, როდესაც უპასუხა წამყვანის კითხვას, არის თუ არა პროტესტის ეს ფორმა ხელისუფლებაზე ზეწოლის მექანიზმი.
ჯაფარიძის თქმით, გადაკეტილი ქუჩები მოქალაქეებს გამოაფხიზლებს და მათში პროტესტს გააღვიძებს. მისივე განცხადებით, თბილისში ნორმალური ცხოვრება ვეღარ გაგრძელდება და საბოლოოდ ყველა გაბრაზდება.
“ეს აქცია რასაც აკეთებს არის ის, რომ ჯერ ერთი, აჩვენებს, რომ ამ ქვეყანაში არიან საკმაო რაოდენობის ადამიანები, რომლებიც მზად არიან ყინვაში იდგნენ საკუთარი და მათი შვილების მომავლისთვის. მეორე – კონკრეტულად პარალიზებულია ჭავჭავაძის და მელიქიშვილის გამზირი, ისევე, როგორც ჩახსნილია მთელი ვარაზისხევი და ეს იწვევს სატრანსპორტო პრობლემებს მთელ ქალაქში და კი, მთელ ქალაქს ვაწუხებთ.
საბოლოო ჯამში, თუ კიდევ ვინმე არ არის ამ ქალაქში გამოღვიძებული, მათ უნდა გაიღვიძონ და მიხვდნენ, რომ ნორმალური ცხოვრება ყოველდღიურ რეჟიმში, როგორც ისინი აქამდე ცხოვრობდნენ, ვერ გაგრძელდება”- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს