ბოლო ამბები
19/02/2025

სრული სიმშვიდით და მწყობრი გონებით ვეუბნები ქოცებს: ქართველი პოლიციელის ფორმაში გადაცმული რუსული ომონი ვერ გიშველით

გაზიარება

სრული სიმშვიდით და მწყობრი გონებით ვეუბნები ქოცებს: ქართველი პოლიციელის ფორმაში გადაცმული რუსული ომონი ვერ გიშველით – მაინც მოგიწევთ ხელახალი არჩევნების დანიშვნა და პოლიტიკურ მოუსავლეთში გადაკარგვა.”– წერს ნიკა გვარამია ფეისბუქზე, რომელიც ეხმიანება სამართალდამცველების მიერ, აქციის დაშლის გადაწყვეტილებას, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიის აქციის მონაწილეებისგან გაწმენდა დაიწყეს. სამართალდამცავებმა დაშალეს კარვებიც. ასევე, ევაკუატორით გაჰყავთ ადგილზე განთავსებული მანქანები, რომლითაც გზები იყო გადაკეტილი.

ამ დროისთვის ჭავჭავაძის გამზირზე მთლიანად საპოლიციო ძალები, მათ შორის სპეცრაზმია განთავსებული.

თავის მხრივ, აქციის მონაწილეებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესასვლელ კართან გაურკვეველ ნივთიერებას ცეცხლი წაუკიდეს. კარის უკანა მხარეს განლაგებული იყო სპეცრაზმი.

 

სხვა ამბების წაკითხვა