23/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

რამდენიმე დღეა ბრიუსელში ვარ, ჩვენი გუნდი აქტიურად ვმუშაობთ ევროპელ პარტნიორებთან არჩევნების არალეგიტიმურად ცნობაზე

MULTIMEDIA.GE•
სარეკლამო ბანერი
ტექსტის ზომა

“რამდენიმე დღეა ბრიუსელში ვარ. ჩვენი გუნდი აქტიურად ვმუშაობთ ევროპელ პარტნიორებთან არჩევნების არალეგიტიმურად ცნობაზე”- წერს გიორგი გახარიას მოადგილე ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში.

“რა თქმა უნდა, გაყალბების შესაბამისი მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მთავარი, რაც პარტნიორებს ვთხოვეთ არის ის, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ შეუჩერდეთ ვიზალიბერალიზაცია.

ამ ეტაპზე მთავარი ის არის, რომ ყველა თანხმდება, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არც თავისუფალი და არც სამართლიანი ყოფილა.”- წერს მეზვრიშვილი.