გახარიას პარტია არ აპირებს რომ მანდატების დათმბაზე ან სიების ჩახსნაზე განცხადება დაწერონ, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს ნაც.მოძრაობის დღის წესრიგია.
ამ საკითხზე პარტიის ერთ-ერთმა წევრმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა. მისი თქმით, ისინი არ ცნობენ პარლამენტს ლეგიტიმურად, თუმცა მანდატებზე უარს არ იტყვიან.
“იქამდე, სანამ არჩევნებს არ ექნება ნდობა სახლში და დასავლეთში, იქამდე სანამ არ მოხდება ხელახალი არჩევნები და ეს ნდობა არ გაჩნდება, ჩვენ ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ ვანიჭებთ. თქვენ ამას ძალიან კარგად ნახავთ იმ პირველ დღეს, როდესაც არალეგიტიმურ პარლამენტს “ქართული ოცნება” შეკრებს და იქნება სრულიად მარტო.
სიების ჩახსნა და მანდატების გაუქმება, ეს არ არის ჩვენი გზა. არიან პარტიები თუ კოალიციები, რომლებიც 10-ჯერ აპირებენ განცხადების დაწერას და ჩვენ არ მივყვებით მათ გზას, რადგან ჩვენ გვაქვს ჩვენი კურსი და ტაქტიკა.
სიების ჩახსნა და მანდატებზე უარის დაწერა “ნაციონალური მოძრაობის” დღის წესრიგია და ჩვენგან ეს ყველაფერი რადიკალურად განსხვავდება. არ ვაპირებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” დღის წესრიგში მოვექცეთ და “ქართული ოცნების” ბერკეტები იყოს ჩვენზე გამოყენებული და მათი ნება-სურვილის შესაბამისად ვმოქმედებდეთ”, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს