23/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

25 ნოემბერს შედგება პარლამენტის სხდომა, მთელი ის სისულელე, რაც გვესმის, თითქოს პრეზიდენტის, თუ პარლამენტის წევრების კონსტიტუციურ სარჩელს შეუძლია შეაჩეროს უფლებამოსილების ცნობა, არის გაუნათლებლობა, ან მავნებლობა

MULTIMEDIA.GE•
სარეკლამო ბანერი
ტექსტის ზომა

25 ნოემბერს შედგება პარლამენტის პირველი სხდომა, შევიკრიბებით კიდეც და უფლებამოსილებასაც ვცნობთ, ასე რომ მთელი ის სისულელე რაც გვესმის, თითქოს პრეზიდენტს, თუ პარლამენტის წევრებს, რომელთაც შეტანილი აქვთ კონსტიტუციური სარჩელი, ამას შეუძლია შეაჩეროს, ან შეაფერხოს უფლებამოსილების ცნობა, არის ან უბრალოდ გაუნათლებლობა, ან მავნებლობა, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში.

„ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 30 დღეა განხილვის ვადა, რომელიც შეიძლება კიდევ 30 დღე გაგრძელდეს. 30 დღე არჩევნების შემდეგ ისედაც გაჩერებულია. გგონიათ შეიძლება არსებობდეს ისეთი ნორმა, რომელიც 100 დღე პარლამენტს აჩერებს? მაშინ ყოველი არჩევნების შემდეგ ოპოზიცია საარჩევნო კოდექსის რომელიმე ნორმაზე შეიტანდა საჩივარს და ვიქნებოდით ასე გაჩერებულები. პარლამენტი ვერ მიიღებდა ბიუჯეტს და ვერაფერს. აბსურდია“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.