ბოლო ამბები
19/02/2025

პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, თუ როდის და თუ როგორ მოხდება ახალი პრეზიდენტის არჩევა

გაზიარება

პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, თუ როგორ მოხდება ახალი პრეზიდენტის არჩევა და რა პროცედურებია ამისთვის ჩასატარებელი.

„ის იქნება ქართველი პატრიოტი და ეს არის როგორც აღმოჩნდა ყველაზე მთავარი კრიტერიუმი. პატრიოტიზმი არ არის მხოლოდ გულზე მჯიღის ცემა, ეს არის პასუხისმგებლობის გააზრება საკუთარი სამშობლოსა და ხალხის წინაშე, რომელიც წინა პრეზიდენტებს აკლდათ, განსაკუთრებით მოქმედს, რომელიც საბოლოო ჯამში ქართველად ვერ შედგა.

ჯერ ჩვენ დავასახელებთ არჩევნების თარიღს, ყველაფერი პროცედურების მიხედვით იქნება და ქართველ ხალხს ეყოლება ღირსეული პრეზიდენტი. როგორც იცით ორი საკითხია – პრეზიდენტის არჩევა და ინაუგურაცია. პირველად მოხდება არაპირდაპირი არჩევა პრეზიდენტის და ამით ჩვენ დავასრულებთ სრულად საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლას. სამასი წევრისგან შემდგარი კოლეგია იქნება, რომლის ნახევარია პარლამენტის წევრები, მეორე ნახევარი კი აჭარა-აფხაზეთის უზენაესი საბჭოები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. არჩევნები პარლამენტის შენობაში შედგება და ჩაატარებს ცესკო. სხდომათა დარბაზში მოეწყობა საარჩევნო უბანი და კანონი ითვალისწინებს, რომ არჩევნების დღეს, 9-დან 2 საათამდე მოდიან კოლეგიის წევრები, არის ღია კენჭისყრა ბიულეტენით. შემდეგ ამას დაითვლის ცესკო. ეს ყველაფერი გადაიცემა პირდაპირი ეთერით. თუკი კანდიდატურა ორ მესამედს – 200 ხმას ვერ მოიპოვებს, ამის შემდეგ მეორე ტური ტარდება და უკვე ნახევარზე მეტი ხმის მიღებით ხდება არჩევა. რაც შეეხება ინაუგურაციას, კანონით დავაზუსტეთ, მივყევით იმ ტრადიციებს რაც არის ხოლმე საპარლამენტო რესპუბლიკებში და ინაუგურაცია ჩატარდება პარლამენტის სასახლეში. არჩევნების შემდეგ მესამე კვირას ჩატარდება ინაუგურაცია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

სხვა ამბების წაკითხვა