“მინდა ეს დღე მივულოცო პატიმარ მიხეილ სააკაშვილს, რომლის პატიმრობაც არის ყველაზე დიდი უსამართლობა”– განაცხადა ეკა კვესიტაძემ საკუთარ გადაცემაში, როდესაც ვარდების რევოლუციის დღე გაიხსენა.
“მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა – ეს არის ყველაზე დიდი უსამართლობა, რასაც მოვსწრებივართ თანამედროვე საქართველოში. ვისაც კარგად გვახსოვს, რაც გამოვიარეთ 90-იან წლებში, ვისაც გვახსოვს, რას ნიშნავდა შეუმდგარ ქვეყანაში ცხოვრება, მისთვის განსაკუთრებით ძვირფასია ეს დღე, როდესაც ჩვენ, კვაზი სახელმწიფოდან, რაღაც ტერიტორიიდან, რომელსაც მართავდნენ კლანები, ჩვენ ვიქეცით მართლაც თითით საჩვენებელ სახელმწიფოდ და საქართველომ შეძლო ის, რომ რამდენიმე წელიწადში, ის მთელი მსოფლიოსთვის გახდა მოდერნიზაციის და რეფორმების თვალსაჩინო მაგალითი.
ეს წლები არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს უამრავი მოქალაქისთვის, რადგან პირადად მეც და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრმა ადამიანმა სწორედ ამ წლებში იგრძნო რას ნიშნავს იყო ძალიან ამაყი საკუთარი ქვეყნით, რას ნიშნავს იყო ამაყი, როდესაც საკუთარ პასპორტს ამოიღებ და რომელიმე ქვეყანაში შესვლის წინ მებაჟეს აჩვენებ იმიტომ, რომ ეს წლები ჩვენთვის იყო პირველ რიგში იმის მაგალითი, რომ ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს სრულფასოვანი, ევროპული ტიპის სახელმწიფო”- განაცხადა ეკა კვესიტაძემ გადაცემის მონოლოგში.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს