22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

პარლამენტი არჩეულია – ოპოზიციის საპროტესტო აქცია მილევად რეჟიმში გადადის (ვიდეო)

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი

ასე გამოიყურებოდა დღეს, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქცია, სადაც მოქალაქეები კანტი-კუნტად შემორჩენილ ლიდერებს ხან უსმენდნენ და ხანაც არა. აქციაზე მყოფმა თინა ბოკუჩავამ კიდევ ერთხელ თქვა, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია და გამარჯვება ოპოზიციას ეკუთვნის, რომელსაც დაიბრუნებს და ამის შემდეგ საქართველოს ევროპისკენ წაიყვანენ.

სიტყვით გამოსვლისას ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ რამდენიმე საათში სტრასბურგში მიემგზავრება და იქ, კიდევ ერთხელ მიიტანს ქართველი ხალხის სათქმელს, მანამდე, საქართველოს უკვე დატოვა და სტრასბურგში გაემგზავრა ნიკა გვარამია.