ეკა ბესელია არის ასეთი დანაშაულის მსხვეპლი და ამაში მე მის მიმართ ვარ სოლიდარული – თამარ ჩუგოშვილი

439
წაკითხვა/ნახვა

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა 26 სექტემბერს, პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებას, რა დროსაც ეკა ბესელია ფიზიკურად დაუპირისპირდა ვანო ზარდიაშვილს.

“პირადი ცხოვრების კადრებით ადამიანის განადგურების მცდელობა არის უმძიმესი დანაშაული. ეკა ბესელია არის ასეთი დანაშაულის მსხვეპლი და ამაში მე მის მიმართ ვარ სოლიდარული. მიუღებელია ასეთი დანაშაულის მსხვეპლთან ქილიკით, ირიბი მინიშნებებით თუ წამოძახილებით საუბარი და მიუხედავად იმისა, რომ არც ფიზიკური შეხლა-შემოხლაა ჩემთვის მოსაწონი, მესმის მსხვერპლს ნერვებმა როდის შეიძლება უმტყუნოს.”-  წერს თამარ ჩუგოშვილი.

თქვენი კომენტარი?