მშვიდობით უნდა დავიბრუნოთ აფხაზეთი – კახა კალაძე

359
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

კახა კალაძე – თბილისის მერი


“26 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. ამ ომმა უამრავი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო 300 ათასამდე ადამიანი დევნილად აქცია, მაგრამ, ერთია, თუნდაც ყველაზე შემზარავი,სტატისტიკა და მეორე რეალობა: დაკარგული სოხუმი, გადამწვარი სახლ-კარი, გაუბედურებული ოჯახები, ბავშვობაწართმეული პატარები, ახალგაზრდა ქვრივები, უიმედობა და სასოწარკვეთა. 26 წლის წინ მომხდარმა ტრაგიკულმა მოვლენამ მთლიანად შეცვალა ჩვენი ქვეყნის ბედი და დაგვანახა, რომ განვითარება და წინსვლა არის იქ, სადაც მშვიდობაა, სადაც ადამიანები საკუთარ კერაზე ცხოვრობენ, სადაც თეთრი სანაპიროა და ზღვა მშვიდი… დიდება და პატივი ჩვენს გმირებს! მშვიდობით უნდა დავიბრუნოთ აფხაზეთი!

თქვენი კომენტარი?