“დაიცავით სალომე ზურაბიშვილი, არ გამოაყვანინოთ პრეზიდენტის სასახლიდან”- წერს სოციალურ ქსელში ნიკა გვარამია და ეხმიანება საპრეზიდენტო კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის წარდგენას.
“ეს თუ სასაცილოა და აღარ ვიცი. ოღონდ, მერე ისე არ აღმოჩნდეს, რომ ოპოზიციამ არ გააფრთხილა წინასწარ ყველა, რომ საღადაო კი არა, სატირალი იყო, საბრძოლო და ქუჩაში გამოსასვლელი და იმიტომ გვყავს არალეგიტიმური პრეზიდენტი. იმიტომ, რომ ოპოზიციამ წინასწარ და დამარცვლით არ ახსნა და გეგმა აბგდევზთ არ წარმოადგინა.
არ გვითხრეს, თორემ აბა რას ვიზამდითო. კოლონა დაგვანახეს, შინაგანი სიმშვიდე მოგვგვარეს, თორე როგორ არ ვიზამდითო…
ტანაჯორს ირჩევენ ქვეყნის პრეზიდენტად და დაიცავით სალომე ზურაბიშვილი, არ გამოაყვანინოთ პრეზიდენტის სასახლოდან და არ შეაშვებინოთ ეს არალეგიტიმური ნაჯახი!
ეგერაა ბატონო მოედანი (სალომეს სასახლის წინ) და ერთად მოვძებნოთ ბურთი!”- წერს გვარამია.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს