მე უფრო მაგრად ვგლიჯავდი! მერე გადმოვიღებდი მათიკაშვილს, ტუმბოჩკას რომ ჰგავს და შევანარცხებდი ანრი ოხანაშვილს

2989
წაკითხვა/ნახვა

რუსუდან შარაძე პარლამენტის იურიდიული კოპმიტეტის სხდომაზე, ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილის დაპირისპირებას ეხმიანება.

“მე უფრო მაგრად ვგლიჯავდი! მერე გადმოვიღებდი თავგასიებულ მათიკაშვილს, ტუმბოჩკას რომ ჰგავს და შევანარცხებდი ანრი ოხანაშვილს…. ოოოხ, კიდევ რეებს ვიზამდი! „კაცი კაცსა შემოვსტყორცე, ცხენ-კაცისა დავდგი გორი“ – მონაგონი იქნებოდა!

არა რა, ტანჯულ და ჩაგრულ ბავშვობაგამოვლილ არარაობებს (მატერიალურს არაფერს ვგულისხმობ) ძალაუფლება არ უნდა მისცე! მტერთან ბრძოლა გამიგია, ყველაფერიც გამიგია, მაგრამ ამ სიბინძურეს ვერასდროს გავიგებ.  გული იმაზე მწყდება, რომ ჩემი და რამდენი ჩემნაირის გულწრფელი ოცნება, დღეს, ეს გაურკვეველი, მდაბიო და ყველაფრისმკადრებელი ბნელი ტიპები აღმოჩნდნენ.” – წერს რუსუდან შარაძე.

თქვენი კომენტარი?