MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER ამინდის პროგნოზი თბილისში
Weather for the Following Location: Georgia,

“მთავარი არხი”-ს დირექტორი ნიკა გვარამია ჟურნალისტ დავით ნიკურაძეს დაუპირისპირდა, ყველაფერი კი ნანუკა ჟორჟოლიანის პოსტით დაიწყო, როდესაც მან კურიერის ჟურნალისტები გააკრიტიკა და კითხვით მიმართა.

“კურიერის ჟურნალისტებო, სპეცრაზმელი რომ გაათავისუფლეს და მარტო კადრები მოხვდა თქვენს ნიუსში არ გიტყდებათ? იმ ფონზე როცა 7 წლის ბავშვი მშიერია იგივე სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომლის მამის უმძიმესი მდგომარეობა არ აღმოჩნდა მოსამართლისთვის საკმარისი არგუმენტი.

თავი რომ დავანებოთ ლარის გამყარებას. და ლავროვთან შეხვედრას რომ “აპრავებდით” მთელი გამოშვება ერთი წუთით არ გაქვთ უხერხულობა?!

სოციალური მედიის საუკუნეში რთული იქნება თან კაი ტიპები იყოთ, თან ეგ ნიუსი აკეთოთ.მათ, ვისაც ეგონათ რომ შარზე ვიყავით, აუცილებლად უყურეთ კურიერს და მიხვდებით რომ ადამიანები არ იცვლებიან.”- დაწერა ჟორჟოლიანმა, რასაც კომენტარები მოჰყვა.

აღსანინავია, რომ დავით ნიკურაძემ “რუსთავი2” გვარამიას გუნდთან ერთად დატოვა.


RADIO24-BANNER