საპროტესტო აქცია თბილისის საქალაქო სასამართლოსთან

484
წაკითხვა/ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოძრაობა “სირცხვილია”-ს წევრები მოსამართლის მანტიაში გამოწყობილები და ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღბებით აპროტესტებენ იმ სპეცრაზმელის გათავისუფლებას, რომელიც 20 ივნისის მოვლენებში მონაწილეობდა.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 ივნისის აქციაში მონაწილე სპეცრაზმელი 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ამ დრომდე პატიმრობაში რჩება აქციის ერთ-ერთი მონაწილე ლევან ჯიქური, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ასევე მისი ოჯახი არის უკიდურეს გაჭირვებაში და ითხოვენ, რომ პატიმრობიდან გათავისუფლდეს, თუმცა სასამართლომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ჯიქური პატიმრობაში დატოვა. მას ოჯახში ავადმყოფი მეუღლე, მცირეწლოვანი შვილი და ასევე ავადმყოფი სიდედრი ჰყავს.

თქვენი კომენტარი?