22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

საპროტესტო აქციაზე დაშავდა ტვ “პირველი”-ს ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაშავდა ტვ “პირველი”-ს კორესპონდენტი მარიამ გაფრინდაშვილი. შემთხვევა პირდაპირი ეთერის მიმდინარეობისას მოხდა, მან დაზიანება თავის და შუბლის არეში მიიღო, როდესაც ქვაფენილზე დაეცა ჩოჩქოლის დროს.

მარიამ გაფრინდაშვილი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ექიმის ცნობით, ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და უნდა ჩატარდეს რადიოლოგიური კვლევები.