სააკაშვილი ერთ ხელში ჯვარს დაიჭერს, მეორეში კომბალს და ფეხშიშველი კი მოვა, მაგრამ როდის – ნინია კაკაბაძე

689
წაკითხვა/ნახვა

მიხეილ სააკაშვილის განცხადებამ იმის შესახებ, რომ უახლოეს თვეებში აპირებს საქართველოში ჩამოსვლას და ბოკერიასგან განსხვავებით ის, მართლმადიდებელი ქრისტიანია, მის მომხრეებსა თუ მოწინააღმდეგეებში თითქმის თანაბარი ემოციები და გაკვირვება გამოიწვია. ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე  ყოფილი პრეზიდენტის ტელეგანცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

“ეს რომ წამოატროყიალა, კვესიტაძემ ჩაუზუსტა, ივანიშვილის და ქართული ოცნების მმართველობის პირობებში აპირებთ ჩამოსვლასო? და ამაზე აღარ უპასუხია, აღარ უთქვამს კიო.

ასე, რომ ერთ ხელში ჯვარს დაიჭერს, მეორეში კომბალს და ფეხშიშველი კი მოვა, მაგრამ როდის… ეგ ჯერ არ ვიცით “– წერს კაკაბაძე.

ამ თემაზე:

სააკაშვილის თქმით, გიგა ბოკერიამ ყველაფერი გააკეთა, რომ ქრისტიანული და ქართული ტრადიციებისგან დაშორება მომხდარიყო

თქვენი კომენტარი?