
ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ, “მთავარი არხი”-ს ეთერში გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება.
“გუშინ, რა თქმა უნდა მიშას მჭერმეტყველებას ვუსმენდი და მივხვდი, რომ მეც კარგი მაზოხისტი ვარ, ერთი რამ მაინტერესებს, რატომ არ მესმის უფლებადამცველების ხმა? თურმე 9 წელი ბოკერია მიშას აბულინგებდა, ჩაგრავდა, მორალურად აწამებდა, თავისუფლებას უზღუდავდა და თქვენ წარმოიდგინეთ, მის რელიგიურ გრძობებსაც კი აბუჩად იგდებდა.
სასწრაფოდ, აქცია გვჭირდება, რომ ჩაგრული სააკაშვილი დავიცვათ, ის ხომ მხვერპლია, უცოდველი კრავი, (აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ამ კრავის დანახვაზე თვალზე კურცხალი მომადგა)რომელიც მგელს გადაურჩა, ცხრა მთა და ცხრა ზღვა გადაიარა და სიმართლე თქვა.
ახლა კი სერიოზულად მინდა დავწერო რამდენიმე სიტყვა, მაგრამ ღმერთმანი, მახსენდება მიშას სიტყვები და სერიოზულად წერა არ შემიძლია. არ ვიცი მის რომელ ტყუილზე გავამახვილო ყურადღება, ისეთი სისულეები ისაუბრა, რომ შუბლისძარღვ გაწყვეტილი გვარამიაც კი გაწითლდა” – წერს დავით ჩიხელიძე.
ამ თემაზე:
სააკაშვილი მზად არის საქართველოსთვის სიცოცხლეც კი გაწიროს – (ვიდეო)