დოდო კიზირია მიიჩნევს, რომ ჰააგის სასამართლოში, აგვისტოს ომის საქმეზე სარჩელის მიზანი, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება და რუსეთისთვის გადაცემაა

2476
წაკითხვა/ნახვა

ამერიკაში მცხოვრები ქართველი პროფესორი დოდო კიზირია მიიჩნევს, რომ ჰააგის სასამართლოში, აგვისტოს ომის საქმეზე სარჩელის მიზანი, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება და რუსეთისთვის გადაცემაა.

“ჰააგის სასამართლოში საქმის აღძვრა იმისათვის, რათა საქართველო იქნას საბოლოოდ ცნობილი როგორც დამნაშავე მხარე, ხოლო მიხეილ სააკაშვილი დამნაშავე გენოციდში, არის რუსეთის და მისი მორჩილი საქართველოს ხელისუფლების გეგმა. ამით მათ უნდათ, როგორც გახარიამ განაცხადა, „დაასრულონ“ ოპოზიცია.

არ ვიცი, რამდენად გააზრებული აქვს ეს ოპოზიციას, მაგრამ ძნელი არ არის იმის მიხვედრა, რომ ამ გეგმის მიზანი არ არის მხოლოდ სააკაშვილის დაპატიმრება. მას გადასცემენ რუსეთს, ისევე როგორც ახლახან გადასცეს რამზან აიხადოვი. ხოლო რა ელის სააკაშვილს რუსეთის ციხეში, ამას ყველაზე ბნელი ფანტაზიის მქონე ადამიანიც ვერ წარმოიდგენს.

ამ მიზნის მისაღწევად არც პუტინი და არც ივანაშვილი არ დაიშურებენ არავითარ სახსრებს. პუტინი იმისათვის, რათა სამუდამოდ გააქროს საქართველოში რაიმე წინააღმდეგობის ნიშანიც კი და სამუდამოდ გადათელოს იგი. გარდა ამისა ამ დაკომპლექსებულ ლილიპუტს სააკაშვილისადმი განსაკუთრებული სიძულვილი აქვს. ივანაშვილისთვის კი სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს გაიმტკიცოს ყველაფერი ის, რაც მან საქართველოში მიიტაცა. მომავალ არჩევნებში მისი დამარცხების პაწაწინა შანსი არსებობს და მას ამის ატანა არ შეუძლია. საჭიროა ოპოზიცია სრულიად განადგურდეს. რუსულ-ქართული პროპაგანდის და სხვა საშუალებების გამოყენებით ოპოზიცია უკვე იშლება. ყველაზე სუსუტი რგოლი სამწუხაროდ ბოკერია აღმოჩნდა. სააკაშვილის განეიტრალებით კი ოპოზიციის მთავარი ძალა, ნაციონალური მოძრაობა სრულიად დემორალიზებული აღმოჩნდება.

ამ უკანასკნელი და სრულიად გამანადგურებელი დარტყმის ასაცილებლად ერთადერთი საშუალება არსებობს – დაუყოვნებელი და მასიური სახალხო გამოსვლა, რომელიც მოითხოვს ამ ხელისუფლების დაუყოვნებლივ გადაყენებას თუ არა, ჰააგის სასამართლოში ამ ბინძური სარჩელის მოხსნას და უკან წაღებას მაინც. როგორც არ უნდა აფასებდეთ მიხეილ სააკაშვილს, აქ საქართველოს სახელმწიფოებრიობის გადარჩენაზეა ლაპარაკი.

არის ამის შესაძლებლობა? ვაგლახ, ამას მე ვერ ვუპასუხებ. მაგრამ ის ვიცი, რომ საქმე არჩევნებამდე არ მივა, ყველაფერი ისე იქნება, როგორც პუტინს უნდა.”- წერს დოდო კიზირია ფეისბუქში.

თქვენი კომენტარი?