ვინც მას ესალმებით და ხელს ართმევთ, თქვენც თანაზიარნი ხართ ამ აღვირახსნილობის, გარყვნილებისა და არაკაცობის – ლევან ლორთქიფანიძე

3037
წაკითხვა/ნახვა

პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე “ქართული ოცნების” წევრ ვანო ზარდიაშვილის შესახებ საუბრობს, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ეკა ბესელიასთან ფიზიკურად დაუპირისპირდა.

“რა ჰქვია კაცს, რომელიც ფხუკუნით, ჩურჩულით, ქირქილით ქალს უკანონოდ ჩაწერილ და გავრცელებულ, პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ ჩანაწერებზე მიანიშნებს? (ამ კადრების ავტორები, უპირველესი გამავრცელებლები და მათი ხელახლა ამოტივტივების ინიციატორები გამოვლენილნი და დასჯილნი არ არიან! )

რა ჰქვია კაცს, რომელიც საკუთარი პოლიტიკური ამოცანების გადასაწყვეტად, კოლეგის დამცირების მიზნით ორაზროვნად დასძენს, რომ მის გვერდით მომუშავე ქალმა მოკლე პერიოდში 17 მძღოლი გამოიცვალა?

რა ჰქვია კაცს, რომელიც ავტორიტარული რეჟიმის მიერ მისი კოლეგის ძმისა და შვილის ციხეში გამომწყვდევის ფაქტს გააბაიბურებს და ჩვეულებრივ მოვლენად წარმოაჩენს?

რა ჰქვია კაცს, რომელიც ტელევიზიით გამოსვლისას წამყვანს სამაუწყებლო კომპანიის მფლობელის რძლის დეიდაშვილის ბიოგრაფიაზე დაუწყებს ლაპარაკს, რათა კრიტიკულ კითხვებს აარიდოს თავი?

ხეზე გაზრდილი! ვინც მას ესალმებით და ხელს ართმევთ, თქვენც თანაზიარნი ხართ ამ აღვირახსნილობის, გარყვნილებისა და არაკაცობის ! გრცხვენოდეთ მის გვერდით გავლის!

რაც მთავარია, ამ ხორცისა და ძვლის მასამ თავისი უზნეობით ბოლო წლებში რვა ახალი ბინა და ერთი კომერციული ფართი დაირტყა.

აი, ბიძინა ივანიშვილის სტანდარტები.

P.S. ბესელიასთან ცალკე ანგარიშები გვაქვს მთელს ქვეყანას, მაგრამ ამჯერად სხვა საშინელებასთან გვაქვს საქმე.”- წერს ლევან ლორთქიფანიძე.

თქვენი კომენტარი?