მიშა მხოლოდ ჯვარს კი არ ატარებს, მისი ინიციატივით საქართველოს დროშაზე ხუთი ჯვარია დატანებული

1127
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მიშა მხოლოდ ჯვარს კი არ ატარებს, მისი ინიციატივით საქართველოს დროშაზე ხუთი ჯვარია დატანებული” – ასე ეხმიანება “თავისუფალი ზონის” ხელმძღვანელი კობა ხაბაზი მიხეილ სააკაშვილის მიერ მართლმადიდებლობაზე გაკეთებულ განცხადებას და საზოგადოების ნაწილის კრიტიკას.

“დიახ, ადამიანი თავისი წარსულის ჯამია, ერი კი ისტორიის, ერის ყველა მახასიათებელი პრეისტორიული ეპოქიდან იღებს სათავეს, ჟამთა მდინარება ქმნიდა, ხვეწავდა, აყალიბებდა ენას, მამულს, სარწმუნოებას. ვერავინ იტყვის ამ სამთაგან რომელს უფრო მეტი წილი აქვს ჩვენი ერის ფორმირებაში, იმ ერის, რომელიც ესოდენ გვიყვარს და რომლის შვილობითაც ვამაყობთ.

ილიას ენა, მამული, სარწმუნოება სწორედ ის მდგენელებია, რომელიც ურთიერთგადაჯაჭვულ მთლიანობაში ქმნის ერს. დიახ, ჩვენი სამშობლო ჯამია წარსულის, ტრადიციების, ღირებულებების, სარწმუნობის და ვისაც ჰგონია, რომ გამარჯვება წარსულის დავიწყებით და ტრადიციების უარყოფით იქნება შესაძლებელი, მწარედ ცდება.

იშას სიტყვები, რომ ტრადიციების ერთგულია, სწორედ ამის გააზრების შედეგია
ყველა, ვინც მიშას სიტყვებზე ქილიკობს, კარგად გაიხსენეთ რა კითხვა დასვა მიშამ ამ თემაზე საუბრისას, როცა საქართველოს დროშის გახსენება სთხოვა ნიკას და ეკას.
ასე, რომ ვისაც გეუხერხულათ მიშას ფრაზა, რომ ის ჯვარს ატარებს, მიშა ჯვარს კი არ ატარებს მხოლოდ, მისი ინიციატივით საქართველოს დროშაზე ხუთი ჯვარია დატანებული, იმ დროშაზე, რომელიც ასე გვიყვარს და რომელზეც საქართველოს ერთგულების ფიცს ვდებთ.” – წერს კობა ხაბაზი.

თქვენი კომენტარი?