თქვენ გინდათ ხელისუფლებაში და ადამიანების შეწყალება, რომლებმაც ჯერ მამა მიწამეს და შემდეგ მომიკლეს

719
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მოკლული ბიზნესმენის, ბესიკ ხარძიანის უმცროსი ვაჟი ბესო ხარძიანი იმ დროს იხსენებს, როდესაც წინა ხელისუფლების დროს მისი მამა დააკავეს და ბიზნესის წილის დათმობას აიძულებდნენ.

მისი თქმით, იმ პოლიტიკურ ძალას არ აქვს ხელისუფლებაში დაბრუნების უფლება, ვინც ასეთი მეთოდებით ებრძოდა ადამიანებს.

“ბესო ხარძიანი სწორედ იმ იდეოლოგიის და ბოროტების მსხვერპლია, რასაც დღეს “გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს რომ მოგვახვიოს თავზე. 2011 წლის 16 თებერვალს მას აკავებენ, პირში აყრიან წამალს და 8 წლით თავისუფლების აღკვეთას უსჯიან უკანონოდ და უსამართლოდ, ამის შემდეგ გლდანის სასაკლაოზე მასზე ხორციელდება, როგორც ფიზიკური  ასევე ფსიქოლოგიური ზეწოლა, რის შედეგადაც იძულებით ათმობინებენ ქონებას, კონკრეტულად “კუს ტბის” წილებს. 2012 წლის 6 დეკემბერს ის გამოდის საპატიმროდან და მიუხედავად ყველაფრისა, ციხის კარებთან ამბობს, რომ დაიწყებს სამართლებრივ ბრძოლას, რომელიც მან მოიგო და ამის შემდეგ მას კლავენ.

ერთ წუთში იკითხება, მაგრამ ჩვენ 6 წელია ვიბრძვით ამ სიმართლისთვის და თქვენ კიდევ მოსვლა გინდათ ხელისუფლებაში და იმ ადამიანების შეწყალება, რომლებმაც ჯერ მამა მიწამეს და შემდეგ მომიკლეს.”- წერს ბესო ხარძიანი ფეისბუქში.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE