“ყველამ ვიცით ქვეყანაში რა სიტუაციაა და ყველას გვტკივა გული. თუმცა ჩემი ტკივილის გამოყენება თქვენი პიარისთვის, ტყული ინფორმაციის გავრცელება და მსგავსი მანიპულაციით ცეცხლზე ნავთის დასხმა ამაზრზენია!
დედაჩემი აქციაზე მოდიოდა მხოლოდ იმიტომ, რომ თავისი მოქალაქეობრივი ვალი მოეხადა და არა იმიტომ, რომ ვიღაც მცემდა! ისწავლეთ სხვისი პირადი სივრცის პატივისცემა და დატოვეთ რამე წმინდა”- ასე ეხმიანება საპროტესტო აქციებში მონაწილე თამუნა კუბლაშვილი სოციალურ ქსელში მისი ოჯახის ტრაგედიაზე გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას, თითქოს მას საპროტესტო აქციაზე ცემდნენ.
ცნობისთვის: დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თამუნა კუბლაშვილის დედა საპროტესტო აქციაზე მიდიოდა, რადგან მის შვილს სცემდნენ, რა დროსაც ის გზაში ავარიაში მოყვა და დაიღუპა, თუმცა, როგორც თამუნა კუბლაშვილმა დაადასტურა, ის არავის არ უცემია და მისი დედაც, აქციაზე მხოლოდ იმიტომ მიდიოდა, რომ საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი მოეხადა, რა დროსაც გზაში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა და ის ავტოავარიაში დაიღუპა.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს