USAID- საქართველო მოქალაქეებს აფრთხილებს

476
წაკითხვა/ნახვა

ამერიკული ჰუმანიტარული ორგანიზაცია “USAID”  საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ბოლო დროს გახშირდა მათი ლოგოს გამოყენებით, თაღლითური გზით, საქართველოს მოქალაქეებისგან ფულის გამოძალვის შემთხვევები.

“ვგმობთ მსგავს ფაქტებს და სათანადო ორგანოებთან ერთად ვმუშაობთ ამ პრობლემის გადაჭრაზე. გთხოვთ დაუყონებლივ შეგვატყობინეთ, თუ USAID-ის სახელით დაგიკავშირდნენ და გთხოვეს თანხის გადარიცხვა. გახსოვდეთ – ეს თაღლითური სქემაა” – ნათქვამია USAID-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. იხილეთ ორგანიზაციის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი

თქვენი კომენტარი?