კარგია რომ ნერვიულობთ, როგორც ჩანს კარგად გამოგვდის თქვენი მხილება

450
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ცოტა ხნის წინ რუსთავი 2-მა გაავრცელა სასაცილო ტყუილი, რომ თითქოს იმედის ჟურნალისტებს და ომეგას დამფუძნებელ ოქუაშვილს შორის რაღაც ფარული მიმოწერა არსებობს და ეს ფარული მიმოწერები აქვს რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს, – ამის შესახებ ტელეწამყვანმა თეონა გეგელიამ გადაცემაში „იმედი Live“ განაცხადა.

„რუსთავი 2-ის პერსონაჟები დიდი ხანია გავიდნენ მორალის და პროფესიონალიზმის ჩარჩოებიდან, ანუ გადავიდნენ სხვაგან… გადაფსიხდნენ. კარგია რომ ნერვიულობთ, როგორც ჩანს კარგად გამოგვდის თქვენი ტყუილების მხილება. მიუხედავად ამ ყველაფრისა, რა თქმა უნდა, “რუსთავი 2”-ის ნორმალურ თანამშრომლებს ვუსურვებთ გამძლეობს, იმედია მათი კლოუნი დირექტორი ბოლომდე არ დაიმხობს ამ არხს თავზე. კარგია რომ ნერვიულობთ… როგორც ჩანს კარგად გამოგვდის თქვენი ტყუილების მხილება“ – აცხადებს ტელეწამყვანი და „რუსთავი 2-ის“ „ნორმალურ თანამშრომლებს“ გამძლეობას უსურვებს.

რაც შეეხება ზაზა ოქუაშვილს, თეონა გეგელია მას იმედის ეთერში იწვევს და ჰპირდება რომ მას მეტყველებას აქ ბევრად უკეთ გაუტიტრავენ.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE