შემაშფოთებელია გავრცელებული ინფორმაცია – სოფო კილაძე ისნის მაჟორიტარის მიმართ წაყენებულ ბრალდებაზე

437
წაკითხვა/ნახვა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე “მთავარი არხი”-ს ეთერში გასულ ინფორმაციას ეხმიანება, რომელშიც ისნის მაჟორიტარ დეპუტატს “ქართული ოცნებიდან”,  ილია ჯიშკარიანს, მისი თანაშემწე გაუპატიურების მცდელობასა და ძალადობაში სდებს ბრალს.

“შემაშფოთებელია გავრცელებული ინფორმაცია. სასწრაფოდ არის სიმართლე გასარკვევი. ბუნებრივია, დაუშვებელია ვინმეს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა.”- აცხადებს სოფო კილაძე.

თქვენი კომენტარი?