ძალიან მძიმე იყო გავრცელებული ინფორმაციის მოსმენა, სექსუალური ძალადობის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით

341
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ ჩუგოშვილი “მთავარი არხი”-ს ეთერში, ისნის მაჟორიტარი დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის მიერ თანაშემწის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.

“ძალიან მძიმე იყო გუშინ, მასმედიის საშუალებით, გავრცელებული ინფორმაციის მოსმენა, სექსუალური ძალადობის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით.

სექსუალური ძალადობისგან და შევიწროებისგან დაცვის საშუალებები შექმნილია, ხოლო კანონის წინაშე ყველა თანასწორია და თითოეული მოძალადე უნდა დაისაჯოს, განურჩევლად მისი თანამდებობრივი კუთვნილებისა.

სამართალდამცავებმა, დაუყოვნებლივ უნდა შეაფასონ შემთხვევა და მოახდინონ ადეკვატური რეაგირება.”– აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

თქვენი კომენტარი?