სამი არასამთავრობო ორგანიზაცია – სხვა სიტყვა ამას არ ჰქვია – გამოჭერილი იქნა ტყუილში – თეა წულუკიანი

283
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

იუსტიციის მინისტრი არასამთავრობო სექტორის ცალკეულ წარმომადგენლებს ტყუილში ადანაშაულებს. საკითხი ეხება იმ ორგანიზაციებს, რომლის ხელმძღვანელებიც ამბობენ, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ყალბ პირადობის მოწმობებს ბეჭდავს.

“ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომ გუშინ სამი არასამთავრობო ორგანიზაცია – სხვა სიტყვა ამას არ ჰქვია – გამოჭერილი იქნა ტყუილში. საიდან მოდის ეს ტყუილი ჩემთვის პრინციპში, ალბათ არის ნათელი. მას შემდეგ, რაც ამ არასამთავრობო ორგანიზაციებმა პროკურატურაში არ და ვერ წარადგინეს მტკიცებულებები, იმიტომ, რომ თავად აღიარეს, რომ არ ჰქონდათ, გაჩნდა მოსაზრება, რომ მათ უბრალოდ, შესაძლებელია ამ ტყუილის თქმის შესახებ დავალება მიიღეს ნაციონალური მოძრაობისგან. ამ მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ეს სამი არასამთავრობო ორგანიზაცია არის მსხვერპლი, რადგან ჩემი ვარაუდით, ნაციონალურ მოძრაობას სჭირდებოდა არასამთავრობო რუპორი, რომ საჯაროდ ეთქვა ტყუილი, რათა ეს ტყუილი გამხდარიყო როგორმე დამაჯერებელი“ – განაცხადა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE