ქეთი ხუციშვილის ოჯახური ტრაგედია

1402
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

2008 წლის 5 იანვარს, მსახიობ ქეთი ხუციშვილის ოჯახში უდიდესი ტრაგედია დატრიალდა. მისი და, 24 წლის ლიკა ხუციშვილი საკუთარი ნიშნობის დღეს ავტოავარიაში დაიღუპა.

როგორც ქეთი ხუციშვილმა “რუსთავი2”-ის გადაცემა “ფარულ კონვერტში” ისაუბრა, ნიშნობის შემდეგ მისი და და მეუღლე სიღნაღში წავიდნენ, რა დროსაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

“ჩვენ ოჯახში ვისხედით და მათ სადღეგრძელოს ვსვამდით, როცა დაგვირეკეს და გვითხრეს, მოაკითხეთ საავადმყოფოშიო. მივედით და ცოცხალი აღარ იყო”- გაიხსენა ქეთი ხუციშვილმა.

თქვენი კომენტარი?