MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

პარტია ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ ის არის ამოუცნობი ფენომენი, რომლის ნალაპარაკებიც ვერავინ ვერ გაიგო.

“ზაზა ოქუაშვილი არის ამოუცნობი ფენომენი, ჯერ აუდიო ჩანაწერებს გვთავაზობდა, შემდეგ ვიდეო დაგვპირდა, ახლა ალბათ ანიმაციებზე გადავა. უბრალოდ გაუგებარია რა უნდა ამ კაცს, რაში იხდიდა ფულს?  როგორც ირკვევა 6 მილიონი ჰქონდა დავალიანება და 4 მილიონს ვის უხდიდა ან რაში დღემდე ვერაფერი ვერ გაიგო, სამწუხაროდ ვერც გვარამიამ და ვერც კვესიტაძემ გაიგო ერთ-ერთ გადაცემაში, როდესაც ჩართვაში ჰყავდათ, მაქსიმალურად ცდილობდნენ დახმარებოდნენ და აეხსნათ საზოგადოებისთვის, მაგრამ თვითონაც ვერაფერი ვერ გაიგეს.”– განაცხადა კახა კალაძემ.

თქვენი კომენტარი?