30 წლის ქალი, რომელიც ქმარმა დაჭრა, ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა

548
წაკითხვა/ნახვა

ახალგაზრდა ქალი, რომელიც  ყოფილმა ქმარმა იარაღის კონდახით მძიმე დაზიანებები მიაყენა, კლინიკაში გარდაიცვალა. მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო. ამ დროის ინფორმაციით, გარდაცვლილი 30 წლის იყო, მას მცირეწლოვანი შვილი დარჩა. მკვლელობა ხაშურში დღეს მოხდა, ყოფილმა ქმარმა ყოფილ ცოლს ჯერ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ იარაღის კონდახით სცემა და დაზიანებები თავის არეში მიაყენა. 

“კურიერის” ინფორმაციით, დაპირისპირებამდე მამაკაცმა ახალგაზრდა ქალის სამსახურში ხელყუმბარა შეაგდო, რომელიც არ აფეთქდა, ადგილზე გამნაღმველები მუშაობდნენ. ტერიტორიიდან გაყვანილი იყო მოსახლეობა.

თქვენი კომენტარი?